“წაღვერში ხანძარი ლიკვიდირებულია” – შსს

შს სამინისტროში განაცხადეს, რომ წაღვერში ხანძარი ლიკვიდირებულია. თუმცა უწყების განმარტებით, პრევენციის მიზნით მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ადგილზე კიდევ რამდენიმე დღე დარჩება.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 600 მეხანძრე და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 800 თანამშრომელი.

მუშაობდა ქართული, აზერბაიჯანული და თურქული ვერტმფრენები.

5 დღის განმავლობაში ავიაციამ 560 აფრენა განახორციელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button