მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჩხოროწყუში პროტესტი გრძელდება

ხმაურია დღეს დილიდან ჩხოროწყუში. ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები აქციას მართავენ და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც სკოლის მოსწავლეებს მერიის შენობაში საპირფარეშოები დაალაგებინეს.

აქციის მონაწილეები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის გადადგომასაც მოითხოვენ.


“აქციებს გავაგრძელებთ მანამ, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები და თანამდებობას არ დატოვებს ყველა პასუხისმგებელი პირი,” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტმა ოთარ შენგელიამ.

სკოლის მოსწავლეების მიერ მერიის საპირფარეშოების დასუფთავების ფაქტზე გამოძიება იძულების მუხლით მიმდინარეობს, რაც ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთით.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა თქმით, ჩხოროწყუში აქციები გაგრძელდება სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button