რეგიონისიახლეები

ჩხუბი და დაპირისპირება ქუთაისში

ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგის დროს, ინციდენტი მოხდა.

მოქალაქემ ავტომანქანის გაბმული სიგნალით, რამდენჯერმე ჩაუარა იმ ადგილს, სადაც ვაშაძე განცხადებას აკეთებდა. აღნიშნუილმა პირმა ოპოზიციის მხარდამჭერებს შეურაცხყოფაც მიაყენა, რამაც შელაპარაკება გამოიწვია.

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებსა და უცნობ პირს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე საპატრულო პოლიციაც იმყოფებოდა. როგორც ენმ-ს მხარდამჭერები აცხადებენ, ეს იყო სუს-ის მიერ სპეციალურად მოგზავნილი პირი, რომელსაც პროვოკაციის მოწყობა სურდა.

დღეს, 20 ივნისთან დაკავშირებით, გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში მხარდამჭერებთან ერთად ბრიფინგი გამართა და 1 წლის წინ განვითარებული მოველნები გაიხსენა.

მსგავსი პოსტები

Back to top button