“ჩნდება ეჭვი რომ კახეთში აქციები ხელოვნურად არის მართული”

მევენახეების მხრიდან უკმაყოფილებას ყურძნის ჩასაბარებელ ფასებთან დაკავშირებით და აქციების გამართვას ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის შეფერხებისა და ჩაშლის მცდელობად აფასებს.
როგორც რადიო “ჰერეთს” სააგენტოდან აცნობეს, “პროცესი ყველაზე მეტად აზარალებს კახელ მევენახეებს და ჩნდება ეჭვი, რომ ეს პროცესი ხელოვნურად არის მართული”.
“კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ კერძო ყურძნის გამყიდველი და მყიდველი თავად თანხმდებიან ყურძნის შესასყიდ რაოდენობაზე, ხარისხსა და ფასზე. სახელმწიფო ფასების რეგულაციაში არ ჩაერევა. ფასს არეგულირებს ბაზარი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მევენახეებს, ნუ აყვებიან პროვოკაციებს და აგროვადების დაცვით მოახდინონ ყურძნის კრეფა”, – განაცხადეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.