კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეებისპორტი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ასამართლებენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქართველოს პროკურატურა კი, დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ. თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაისს დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button