მნიშვნელოვანირეგიონი

ლავროვის ოჯახის ქორწილის პროტესტისათვის დაკავებული პირების ნაწილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

ლავროვის სიძის ქორწილის პროტესტისათვის დაკავებული პირების ნაწილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.

გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, იოსებ აბრამიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებული აქტივისტებიდან სამართალდამრღვევად ჩაითავალა სამი პირი.

იოსებ აბრამიძემ აქტივისტები ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გაანთავისუფლა და მათ მიმართ, სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა.

მოსამართლემ სამართალდამრღვევად არ ცნო ათი პირი და მათ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება სამართალდარღვევის არარსებობის გამო შეწყვიტა.

რაც შეეხება მეთოთხმეტე დაკავებულს, თბილისის საკრებულოს წევრ, ირაკლი ეძგვერაძეს, გადაწყვეტილება მისი საქმის თაობაზე, გურჯაანის რაიონულ სასმართლოში ხვალ გამოცხადდება.

სასამართლო სხდომაზე, გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესს, მხარეები არ ესწრებოდნენ

ეძგვერაძის საქმე სააპელაციო წესით იყო გასაჩივრებული.

შეგახსენებთ, 20 მაისს ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიოტორიაზე დაკავებულ პირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button