მსოფლიოსიახლეები

ჩრდ. კორეის მედია: “კიმ ჩენ ინი ქარხნის გახსნას დაესწრო”

ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელი კიმ ჩენ ინი ბოლო 20 დღის განმავლობაში საჯაროდ პირველად გამოჩნდა. აღნიშნულზე ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სასუქების ქარხნის გახსნას დაესწრო და ლენტი გაჭრა. ღონისძიების ამსახველი ფოტოები ჩრდილოკორეულმა მედიამ მოგვიანებით გაავრცელა.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ორი კვირაა საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. ერთ-ერთი ვერსიით, კიმ ჩენ ინმა კორონავირუსის საფრთხის გამო ფხენიანი დატოვა და საკურორტო ქალაქ ვონსანში იმყოფება. მეორე ვერსიით, მას 12 აპრილს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა და ის კომატოზურ მდგომარეობაშია.

მსგავსი პოსტები

Back to top button