მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემას უარყოფს

ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ რუსეთს აწვდის საარტილერიო ჭურვებს, რომლებიც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში შეიძლება იქნეს გამოყენებული, იტყობინება Reuters-ი.

გასულ კვირაში თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს მოეპოვება ცნობები რუსეთისთვის კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღების მიწოდების შესახებ. კირბის თქმით, ვაშინგტონი თვალყურს ადევნებს სიტუაციას, მაგრამ არ აპირებს გარიგების როგორმე დაბლოკვას, ვინაიდან შეიარაღების მოცულობას არ შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს უკრაინასთან რუსეთის ომის შედეგებზე.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ აშშ-ს ბრალი დასდო „კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო იმიჯისთვის ზიანის მიყენების“ მცდელობაში. ფხენიანის თქმით, ის არ აწვდის და არ აპირებს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას.
ფხენიანში აცხადებენ, რომ ქვეყანა არ არის ჩართული რუსეთთან იარაღით ვაჭრობის გარიგებაში და მოსკოვისთვის შეიარაღების გადაცემას არც სამომავლოდ გეგმავს.
„ჩვენ მივიჩნევთ აშშ-ის ამგვარ ნაბიჯებს, როგორც მისი მტრული მცდელობის ნაწილს, შელახოს ჩრდილოეთ კორეის იმიჯი საერთაშორისო არენაზე“, – აღნიშნულია ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებაში.

ჩრდილოეთი კორეა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან სახელმწიფოთა შორის, რომლებმაც მიმდინარე წლის თებერვალში აღიარეს დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით კი ფხენიანმა მხარი დაუჭირა მოსკოვის მიერ გამოცხადებულ ანექსიას ტერიტორიებისა, რომლებიც რუსეთის ჯარებმა შეჭრის მსვლელობაში დაიკავეს.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ ვაშინგტონს აქვს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით.

კირბის თქმით, ფხენიანი ტვირთების დამალვას ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების გავლით ცდილობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button