ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბის გამოცდას “მინიატურული” უწოდა [Photo/video]

ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბი მიწისქვეშ წარმატებით გამოსცადა, იუწყება BBC ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით.
აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის გამოცდის ტერიტორიასთან ახლოს 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. მსგავსი ტიპის მასობრივი განადგურების იარაღი ფხენიანმა მიწისქვეშ პირველად გამოსცადა.
წყალბადის ბომბი ჩვეულებრივ ატომურ ბომბთან შედარებით გაცილებით ძლიერია და მას უძლიერესი აფეთქების გამოწვევა შეუძლია.
ბომბის გამოცდას მსოფლიო თანამეგობრობის რეაქცია მოჰყვა. იაპონელი მეტეოროლოგები რადიაციული ფონის შემოწმებას შეუდგნენ. ოფიციალურმა ტოკიომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეაში გამოცდილი ბირთვული იარაღი მთელი აზიური რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ ფხენიანში ჰიდროგენული ბომბის გამოცდას “მინიატურული” უწოდეს და ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის შემთხვევაში, ატომური იარაღის გამოყენებით დაიმუქრნენ.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”26868″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]