ჩრდილოეთ კორეაში გენშტაბის ხელმძღვანელი სიკვდილით დასაჯეს

კორეის სახალხო არმიის ხელმძღვანელი, ლი იონ გილი კორუფციაში ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას, ჩრდილოეთ კორეის პრესაზე დაყრდნობით, სამხრეთ კორეის სააგენტო Youhap-ი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, გენერალი ფხენიანში თებერვლის დასაწყისში პარტიული თათბირის ჩატარების შემდეგ დასაჯეს, რომელშიც მონაწილეობას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი – კიმ ჩენ ინი იღებდა.

ლი იონ გილი გენშტაბის ხელმძღვანელად 2013 წელს დანიშნეს. როგორც ცნობილი გახდა, სიკვდილით დასჯის მიზეზი ის გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვების საზეიმო ღონისძიებას გენერალი არ დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში, კორეაში, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ჩათვლემის გამო დახვრიტეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button