ჩრდილოეთის ზღვაში ჭაბურღილიდან 100 ტონამდე ნავთობი ჩაიღვარა [Photo]
ჩრდილოეთის ზღვაში კომპანია BP-ის ჭაბურღილზე 95 ტონა ნავთობი დაიღვარა. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ პრესრელიზშია ნათქვამი.
ინციდენტის ამსახველ ვიდეომასლას IBTimesTV ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა, რომელიც 2 ოქტომბერს პლატფორმა Clair-ზე მოხდა, ტექნიკური პრობლემებითაა გამოწვეული, რის გამოც ჭაბურღილის მუშაობა დროებით შეჩერებულია. ნავთობი ზღვაში ერთი საათის განმავლობაში ჩაედინებოდა.
BP-ის ცნობით, ამჟამად კომპანიის სპეციალისტები მომხდარის მიზეზებს იძიებენ და ხელისუფლებასთან ერთად სიტუაციის მონიტორინგს აწარმოებენ.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს მექსიკის ყურეში მდებარე BP-ის პლატფორმიდან ზღვაში ნავთობის კატასტროფული ჩადინება მოხდა.
მაშინ ზღვაში 3 მილიონი ბარელი ნავთობი ჩაიღვარა, რისთვისაც ბრიტანულმა ნავთობკომპანიამ 20 მილიარდი დოლარი გადაიხადა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”43146″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]