მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

ჩუგოშვილი საარჩევნო სანქციებზე – პრობლემა შერჩევითი მიდგომაა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ სანქციებზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, როდესაც ხელისუფლება რაიმე სანქციებზე ლაპარაკობს, მოსალოდნელია შერჩევითი დამოკიდებულება და მთავარი პრობლემა სანქციების ზომებში კი არა, კანონის ყველაზე გავრცელებაშია.

სულ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ საარჩევნო პაკეტზე მუშაობა და რა საჭირო იყო ასე ცალკე, ამოვარდნილად ამის ინიცირება, ვერ მივხვდი. ყველა ეს ქმედება, რომელიც ამ კანონპროექტშია მოცემული, ისედაც წარმოადგენს დასჯად და უკანონო ქმედებას. პრობლემა ჩვენ იმაში კი არ გვაქვს, რომ პასუხისმგებლობის ზომები არ გვაქვს განსაზღვრული, პრობლემა იმაშია, რომ აღსრულება არ ხდება კანონის და თანასწორად არ არის გამოყენებული ყველა პირის მიმართ, გვაქვს შერჩევითი მიდგომა. ზოგიერთი პარტია არ აგებს პასუხს ასეთ დარღვევებზე, როცა სხვები აგებენ. პასუხისმგებლობა რომ გამკაცრდეს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუმცა, პრობლემა სანქციების ზომაში და სასჯელის ტიპში არ არის პრობლემა, პრობლემა არის იმაში, რომ არ სრულდება კანონები, რომლებიც გვაქვს, – აცხადებს ჩუგოშვილი.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button