მნიშვნელოვანირეგიონი

ჩუტყვავილას გავრცელების გამო შეწყვეტილი სააღმზრდელო პროცესი განახლდა

ლაგოდეხის მეორე საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ჯგუფში ინფექციური დაავადება ჩუტყვავილას გავრცელების გამო  ერთი თვის წინ შეწყვეტილი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.

უწყებაში თქვეს, რომ ინფიცირებული ბავშვები გამოჯანმრთელდნენ და სააღმზრდელო დაწესებულებაში დაავადების გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

ლაგოდეხის მეორე საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ჯგუფში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი  მარტის პირველ რიცხვებში შეწყდა და კარანტინი გამოცხადდა, რადგან მასობრივად გავრცელდა ინფექციური დაავადება ჩუტყვავილა. ჯგუფში 25 აღსაზრდელი ირიცხება და, როგორც მაშინ მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, მათგან 30 პროცენტს ჩუტყვავილა ჰქონდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონალური ოფისის მენეჯერის, ნელი ხიზანიშვილის, მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში კახეთში ჩუტყვავილას 130-მდე შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ყველაზე მეტი – 44 შემთხვევა – ლაგოდეხზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრები არ არსებობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button