მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ჩვენ არ გაგვიჟღერებია ეს აქამდე”

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში უკვე არის ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც მკურნალობას სახლში გადის.

მისივე თქმით, პაციენტი შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს.

“ჩვენ არ გაგვიჟღერებია ეს აქამდე. ცხოვრობს შვილთან ერთად, რომელსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს. ჩვენ უკვე გვაქვს ასეთი პრეცედენტი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ამასთანავე, პაატა იმნაძემ სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაზეც ისაუბრა, რომლებიც ვირუსის დღემდე ამოუცნობ ბუნებაზე მეტყველებს.

„ეს დაავადება ჯერ არის ძალიან გამოუცნობი და ამიტომ ჩვენ ძალიან გვეშინია წინასწარი პროგნოზები. იგივე პოპულაციური იმუნიტეტის შექმნაზე და ა.შ. ჩვენ გვყავს ერთი პაციენტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, პირველ ხუთეულში შედიოდა პაციენტების და დღემდე ის არის დადებითი. მაშინ, როცა იყო რაღაც პერიოდი, როცა თითქმის გაუქრა ვირუსი და გაწერაზეც იყო საქმე. ეს არის სწორედ ამ ვირუსის ვერაგობა. ადამიანი, რომელიც მორჩენილია, პრაქტიკულად ჯანმრთელია, მას მძიმე ფორმაც არ ჰქონდა სხვათაშორის, საშუალო სიმძიმის იყო მისი დაავადების მიმდინარეობა, მაგრამ დღემდე ის არის დადებითი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

მსგავსი პოსტები

Back to top button