მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩვენ არ გვაქვს ცუდი განზრახვა მეზობლების მიმართ-პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთსა და მსოფლიოს ლიდერებს ურჩევს, შეზღუდვები არ დააწესონ. ის ასევე ხსნის, თუ რითია განპირობებული რუსეთის ყველა ქმედება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

“ჩვენ არ გვაქვს ცუდი ზრახვები მეზობლების მიმართ. ვურჩევდი, არ გააღვივონ სიტუაცია და არ დააწესონ შეზღუდვები, ჩვენ ვასრულებთ ყველა ვალდებულებას და გავაგრძელებთ მათ შესრულებას.

ჩვენ ვერ ვხედავთ სიტუაციის ესკალაციის ან ჩვენი ურთიერთობების გაუარესების აუცილებლობას. ყველა ჩვენი ქმედება და საპასუხო ნაბიჯი წარმოიქმნება ექსკლუზიურად, რომელსაც საფუძვლად ედება რუსეთის წინააღმდეგ გამოვლენილი, მოულოდნელი არამეგობრული ქმედებები.

მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ მოახდინოს ურთიერთობების ნორმალიზება და ითანამშრომლოს ნორმალურად,”- აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

ამასთან მინდა გაცნობოთ რომ სანქციების კიდევ ერთ შედეგი – ბელოურუსული ჯარი უკრაინაში არ წავა. ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ დასავლეთის უპრეცედენტო სანქციების პირობებში საკუთარი არმიის სხვაგან გაგზავნას არ აპირებს.

მე უკანასკნელად და დარწმუნებით ვამბობ, დავიღალე ყოველივე იმის მტკიცებით, რომ არა, ჩვენ საომრად არსად წავალთ. ჩვენ დავიცავთ მხოლოდ ჩვენს მიწას. თუ ჩემი არ გესმით, დროა აირჩიოთ ახალი პრეზიდენტი. მაშინ, როცა ჩვენ ვართ სანქციების უპრეცენდენტო დარტყმის ქვეშ, საჭიროა თქვენი ნდობა. მე ვიცი რას ნიშნავს ჩვენი შვილები, ამიტომ არ მაქვს არანაირი სურვილი გავაგზავნო ისინი ომში. მითუმეტეს იქ, სადაც ჩვენ არ გვეძახიან. ჩვენ უდნა დავიცვათ ჩვენი მიწა და ეს იქნება ჩვენი წვლილი უსაფრთხოების დაცვაში, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მსგავსი პოსტები

Back to top button