მნიშვნელოვანისიახლეები

„ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის,,-ხაზარაძე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში, ხვალ, “ლელოსა” და “საქართველოსთვის” ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას ეპატიჟება. პრეზიდენტმა შუამავლის როლი თავად იკისრა და პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. თქვა, რომ მზაობა ორივე მხრიდან არსებობს და გაერთიანებისკენ ნაბიჯის გადადგმა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანს გაამარტივებს.

“გადაწყვეტილება ორი პროევროპული ძალის, “ძლიერი საქართველო” და გახარიას პარტიის ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მიცემს. მივესალმები ხაზარაძის საჯაროდ გამოთქმულ მოსაზრებას, ვიცი რომ არსებობს გახარიას მხრიდანაც,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები იღებენ პრეზიდენტის შეთავაზებას და ხვალ, 17 სექტემბერს ადმინისტრაციაში ერთმანეთთან შესახვედრად მივლენ. მათ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრიდან გაერთიანებისკენ მოუწოდა.
ის აცხადებს, რომ როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებაზე, ამას “დაუყოვნებლივ აცნობენენ პრეზიდენტს”.

“მე მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მისი მხრიდან ამ საქმეში ძლიერი საქართველოს როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას. როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამისთვის გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი. ჩვენი გაერთიანება, „ძლიერი საქართველო“ ამის დასტურია. დღეს დილით მე გამოვთქვი მზადყოფნა, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან ამ თემაზე თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს. თუ, და, როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ამას საქართველოს პრეზიდენტს”- წერს ხაზარაძე.
კოალიციასა და გახარიას პარტიას შორის შეთანხმება შეიძლება შედგეს მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად. შეთანხმება თუ შედგება, შემდგომ უნდა მოხდეს პრეზიდენტთან ამ შეთანხმების წარდგენა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა სალომე ზურაბიშვილის მოწოდებასთან დაკავშირებით, რომ მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიები გაერთიანდნენ.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მხარს დაუჭერს ორმხრივ ფორმატს და მზად არის ამ რეჟიმში განხილვისთვის.

„მივესალმებით პრეზიდენტის განცხადებას, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არის გამარჯვების ფორმულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ამავდროულად, დღეს მამუკა ხაზარაძემ ცალსახად თქვა, რომ ახლა პიროვნული პრობლემები ყველამ გვერდზე უნდა გადავწიოთ და ვიფიქროთ ქვეყნის ინტერესებზე. თუ ეს გულისხმობს და მოითხოვს იმას, რომ მოხდეს შეთანხმება კოალიციასა და გახარიას პარტიას შორის, კოალიცია მზად არის ამ განხილვისთვის. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეთანხმება უნდა მოხდეს ორმხრივი განხილვის შედეგად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შეთანხმებას აქვს შანსი, შედგეს, თუ ის იქნება ორმხრივი განხილვის რეჟიმში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეთანხმება თუ შესაძლებელია შედგეს, ის შეიძლება შედგეს მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად. თუკი შედგება, შემდგომ უნდა მოხდეს პრეზიდენტთან ამ შეთანხმების წარდგენა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება კითხვას, – „მიხვალთ თუ არა ხვალ, სამ საათზე პრეზიდენტის ადმინისტრციაში?“ – ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა: „თუ შეთანხმება არ იქნა ხვალ სამი საათისთვის, რაც, ძალიან დიდი ალბათობით, არ იქნება, მაშინ ასეთ შეხვედრაში ჩვენ ვერ ვხედავთ სარგებელს“.

მამუკა ხაზარაძის პოზიციას იზიარებს “ლელოსთან” კოალიციაში მყოფი ანა დოლიძეც, თუმცა იქვე კითხულობს, იქნება თუ არა გაერთიანება შედეგისთვის ეფექტური.

“როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, პირადი რაიმე დაბრკოლება მოლაპარაკებებისთვის და გაერთიანებისთვის არ არსებობს, მთავარი კითხვა არის, მოიტანს თუ არა ეს გაერთიანება იმაზე დიდ ეფექტს, რაც ახლა გვაქვს,” – აცხადებს ანა დოლიძე.

პრეზიდენტის მიწვევა მიიღეს გახარიას პარტიაშიც, მაგრამ გაერთიანებასთან დაკავშირებით კითხვაზე კონკრეტულ პასუხს დღეს თავი აარიდეს.
“ლელოსთან” დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია ღიაა, საჯაროდ გვაქვს ნათქვამი და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოწოდებას გავითვალისწინებთ. იმის გამო, რომ პრეზიდენტს პატივს ვცემთ, გავითვალისწინებთ და მივალთ შეხვედრაზე,” – აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

პრეზიდენტის ინიციატივა მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას კიდევ ერთხელ არღვევს. “ქართულ ოცნებაში” დარწმუნებული არიან, რომ ამ ორი ძალის გაერთიანებით პოლიტიკური რეალობა ვერ შეიცვლება.

“ოპოზიციას ნაკლები შანსი აქვთ, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახონ. ცდილობენ, მოატყუონ საზოგადოება. მესამე ძალა არ არსებობს, როგორ განაწილდებიან არ აქვს არჩევნების შედეგზე გავლენა. ერთ მხარეს თაღლითების პარტიაა, მეორე მხარეს – მოღალატეების პარტია,” – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებს ორ ოპოზიციურ ჯგუფს

დღეს, 16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია „ძლიერ საქართველოსა“ და პარტიას „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„გადაწყვეტილება ორი პროევროპული ძალის (“ძლიერი საქართველოს” და “გახარია საქართველოსთვის”) ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის ესოდენ მნიშვნელოვან მომენტში შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს.

ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც არავინ დაუვიწყებს მათ“, – თქვა პრეზიდენტმა.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს იმართება. იმისთვის, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის ხმები არ დაიკარგოს, პარტიების ნაწილმა ერთიანი სიით მონაწილეობა გადაწყვიტა. ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ შორისაც, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება ვერ შედგა.

,,გუშინ ერთმანეთისთვის „თვალთხარია“ და „თაღლითი“ იყვნენ, დღეს პარტნიორები იქნებიან,,-მდინარაძე ოპოზიციური ჯგუფების გაერთიანებაზე

შეგახსენებთ 17 სექტემბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლელოს ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და პარტია საქართველოსთვის ლიდერ გიორგი გახარიას წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპის გასამართად ორბელიანების სასახლეში იწვევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button