საქართველოსიახლეები

“ჩვენ თავისუფლად ვართ აქ”

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ წირვა-ლოცვა აღავლინა.

პატრიარქმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ჩვენი ეროვნული დღესასწაულია.

„გილოცავთ გიორგობას, ეს არის ჩვენი ეროვნული დღესასწაული, ეს არის საქართველოს მფარველი.”

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, დღეს მსოფლიო განიცდის იმას, რაც ხდება.

„მსოფლიო განიცდის იმას, რაც ხდება მსოფლიოში. აი, მე მატყობინებენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დაკეტილია ტაძრები, დაკეტილია მონასტრები და ხალხი იძულებულია წავიდეს სოფლებში და იქ ილოცოს, იქ დაესწროს წირვას. ჩვენ თავისუფლად ვართ აქ. დიდება და მადლობა უფალს, მისი დიდი წყალობისათვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი განიცდის ჩვენთან ერთად. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ მწუხარება ჩვენი სიხარულად გადაიქცეს.

ნუ დაგავიწყდებათ, სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი და უნდა გქონდეთ საკმეველი. ყოველდღე უნდა ასხუროთ სახლსა და კარმიდამოს, ეს დიდ ძალას ფლობს. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა გაგახაროთ, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ჩვენთან არს ღმერთი“. – განაცხადა ილია მეორემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button