,,ჩვენ უახლოეს დღეებში გაგაცნობთ 5-პუნქტიან გეგმას, თუ როგორ ვაპირებთ დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე,,-ვაშაძე

ჩვენ უახლოეს დღეებში გაგაცნობთ 5-პუნქტიან გეგმას, თუ როგორ ვაპირებთ დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე. როგორ ვაპირებთ გავაერთიანოთ ოჯახები, როგორ ვაპირებთ უკან დავაბრუნოთ ემიგრანტები, როგორ ვაპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას, როგორ ვაპირებთ პენსიები გავზარდოთ , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ფაქტია, რომ „რუსულმა კანონმა“ შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ბევრი ინვესტორი გაიყვანა ქვეყნიდან და უამრავი პროექტი შეჩერდა.
“კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში” – “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებენ. პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განსახორციელებელ პროექტებზე, ინვესტიციებსა და სხვა შემოთავაზებებზე საუბრობენ.
“26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე არჩევანი არის ძალიან მარტივი და ძალიან მკაფიო. ვირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში თუ სიღატაკეს იზოლაციაში. ვირჩევთ ევროპულ პენსიას, თუ მოცემულობას, სადაც პენსიონერთა უმრავლესობას აქვს საპენსიო სესხები. რომელთა საპროცენტო განაკვეთი აღემატება 4-ჯერ საბაზრო განაკვეთს. დიახ, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ჩვენი მოსახლეობის მას აქვს 4-ჯერ უფრო დიდი საბანკო წნეხი, ვიდრე სხვა საქართველოს მოქალაქეს. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც ჩვენ უნდა შევცვალოთ და ჩვენს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენ გავანულებთ საპენსიო სესხებს. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ყველა პენსიონერს ჰქონდეს ღირსეული პენსია, რომელიც უნდა შეადგენდეს მინიმუმ 1000 ლარს.
ვირჩევთ ევროპულ ხელფასებს, ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებს, თუ ვირჩევთ მოცემულობას, სადაც საქართველოს თითქმის ნახევარი მილიონი მოსახლეობა უმუშევარია. რადგან დაუშვებელია ჩავთვალოთ ანაზღაურებად 300-ლარიანი ხელფასი. დიახ, ადამიანები იბრძვიან გადარჩენისთვის, მაშინ როდესაც ივანიშვილი და მისი ჩინოვნიკები დღითიდღე უფრო მდიდრდებიან. ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა იქნება ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა.
ვირჩევთ ევროპულ განათლებას და ჯანდაცვას, თუ იმ მდგომარეობას, როცა 10-დან 7 ბავშვს ქართულ საჯარო სკოლაში შია. როცა ჩინოვნიკები მდიდრდებიან, საჯარო სკოლებში ბავშვებს შიათ. ამიტომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენ დავნერგავთ უფასო ბავშვთა კვებას ყველა საჯარო სკოლაში. ეს საპილოტე პროგრამაა უკვე წარმატებით ხორციელდება წალენჯიხაში.” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, დეტალურ გეგმას, როგორ მიიღწევა ყველა დაპირება არჩევნების შემდეგ, მოსახლეობას უახლოეს დღეებში გააცნობენ.
“უახლეს დღეებში გაგაცნობთ 5-პუნქტიან დეტალურ გეგმას, როგორ ვაპირებთ დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე, როგორ ვაპირებთ ოჯახები გავაერთიანოთ, როგორ ვაპირებთ ემიგრანტები დავაბრუნოთ უკან, როგორ ვაპირებთ სამუშაო ადგილები შევქმნათ, როგორ ვაპირებთ პენსიები გავზარდოთ. ამას ჩვენი პროფესიონალების გუნდთან ერთად წარმოგიდგენთ, იმისთვის რომ ცალსახა და ცხადი იყოს არჩევანი,
რის წინაშეც ვდგავართ”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.
“კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში”- კოალიცია ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ საარჩევნო ხედვა წარადგინეს.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საპენსიო სესხებზე, სკოლებში ბავშვთა უფასო კვებასა და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნაზე იმუშავებენ.
“ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს საპენსიო სესხები, სკოლებში იყოს ბავშვთა უფასო კვება, შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის ერთ მილიარდიანი ფონდი, რომელიც დააბრუნებს ქართველ დედებს და ბებიებს ქვეყანაში, შეიქმნება ღირსეული სამუშაო ადგილები და მე დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას და უარს ეტყვის სიღატაკეს იზოლაციაში”- თქვა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავას თქმითვე, “არჩევანი არის მარტივი – კეთილდღეობა ევროპაში ან სიღატაკე იზოლაციაში”
“ვირჩევთ ევროპულ პენსიებს თუ მოცემულობას, სადაც პენსიონერთა აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს საპენსიო სესხები, რომლის საპროცენტო განაკვეთიც აღემატება ოთხჯერ საბაზრო განაკვეთს. დიახ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ჩვენი მოსახლეობის აქვს ოთხჯერ უფრო დიდი საბანკო წნეხი, ვიდრე სხვა საქართველოს მოქალაქეს. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც ჩვენ უნდა შევცვალოთ და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ გავანულებთ საპენსიო სესხებს, ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ყველა პენსიონერს ჰქონდეს ღირსეული პენსია, რომელიც უნდა შეადგენდეს მინიმუმ 1000 ლარს.
ვირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში თუ ვირჩევთ სიღატაკეს იზოლაციაში, ვირჩევთ ევროპულ ხელფასებს, ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებს, თუ ვირჩევთ მოცემულობას, სადაც თითქმის ნახევარი მილიონი საქართველოს მოქალაქე პრაქტიკულად უმუშევარია, რადგან დაუშვებელია ჩავთვალოთ ანაზღაურებად 300 ლარიანი ხელფასი. დიახ, ადამიანები იბრძვიან გადარჩენისთვის მაშინ, როდესაც ივანიშვილი და მისი ჩინოვნიკები დღითი დღე უფრო მდიდრდებიან. ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა იქნება ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა. ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას თუ სიღატაკეს იზოლაციაში, ვირჩევთ ევროპულ განათლებას და ჯანდაცვას თუ იმ მდგომარეობას, როდესაც 10-დან 7 ბავშვს ქართულ საჯარო სკოლებში შიათ, მაშინ როდესაც ჩინოვნიკები მდიდრდებიან, საჯარო სკოლებში ბავშვებს შიათ, ამიტომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავნერგავთ ბავშვთა უფასო კვებას, ეს საპილოტე პროგრამა წარმატებით ხორციელდება წალენჯიხაში, სადაც მე და გიორგი ჩვენს გუნდთან ერთად ვიმყოფებოდით. ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას თუ ვირჩევთ სიღატაკეს იზოლაციაში.
დღესდღეობით ათასობით ქართველ დედას და ბებიას ყოველდღიურად უწევთ უმძიმესი არჩევანის გაკეთება და წასვლა იძულებით ემიგრაციაში იმისთვის, რომ აქ დარჩენილი ოჯახები არჩინოს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ქართველი დედები და ბებიები, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ქართული ოჯახები და სწორედ ამისთვის შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის ერთ მილიარდიანი ემიგრანტების ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა იძულებით ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქის სამშობლოში დაბრუნებას იმისთვის, რომ ყველა დედას და ბებიას ჰქონდეს ახალი სტარტის და უკეთესი პერსპექტივის შანსი”- თქვა მან.