მნიშვნელოვანისაქართველო

ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე – მიხეილ სააკაშვილი

,,ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე”-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მიმდინარე შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, საკუთარი,,ფეისბუქის” პირდაპირ ჩართვაში განაცხადა და მხარდამჭერებს მოუწოდა, არ შეშინდნენ და არ დაკომპლექსდნენ.

,,ახლა გამოდიან ქართული ოცნების წარმომაგენლები – აი ნაციონალები ბევრნი ჩამოვიდნენ, აი ნაციონალებს უნდათ არეულობა – ნუ დაკომპლექსდებით, ეს არარაობები, ეს ივანიშვილის ,,შნირები” ცდილობენ დაგაკომპლექსონ, რომ გული გისკდებოდეთ პროვოკაციაზე არ წამოეგოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და შეტევაზე, ჩვენ ყოველ ჯერზე გვართმევენ არჩევნებს…მერე რა, რომ დაგდევენ მაგათი ,,შნირი” ჟურნალისტები, როგორც კი ივანიშვილი მოშორდება, ეგრევენ შეიცვლიან თავის მხარეს, ჩვეულებრივი ფულის ხამები არიან”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button