მნიშვნელოვანისიახლეები

“ჩვენ ვაპირებთ მილიონზე მეტი ხმის მიღებას ამ არჩევნებში და შეგიძლიათ, დათვალოთ რამდენი საჯარო მოხელეა საქართველოში-კობახიძე

საჯარო მოხელეების რესურსი და არც მათი ოჯახები არჩევნების მოგებას არ ეყოფა – დარწმუნდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, „არის თუ არა საჯარო მოხელეების რესურსი ის, რისი იმედიც აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოსაგებად“.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნებზე „მილიონზე მეტი ხმის აღებას აპირებს“.

„რაც თქვით, ტყუილია. ჩვენ ამ არჩევნებზე მილიონზე მეტი ხმის მიღებას ვაპირებთ. თქვენ შეგიძლიათ დათვალოთ, რამდენი საჯარო მოხელეა საქართველოში. რა თქმა უნდა, საჯარო მოხელეების რესურსი, არც მათი ოჯახები არჩევნების მოგებას არ ეყოფა. თქვენ თავად დარწმუნდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი. ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, მან ისაუბრა მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებული კორუფციის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველოში „თუ სადმე კორუფციაა, ეს „ენჯეოების“ სექტორია“.

„სინამდვილეში, თუ სადმე კორუფციაა, ეს არის „ენჯეოების“ სექტორი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც მათ არ სურთ საკუთარი ფინანსების გასაჯაროება, არის ის, რომ „ენჯეოების“ სექტორში აღვირახსნილი კორუფციაა. რაც შეეხება მთავრობის საქმიანობას, პირადად მე ამ თვეების განმავლობაში, რაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა, არაერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღე კორუფციის პრევენციისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რაზეც პარლამენტის სხდომაზე ვისაუბრე, როცა მთავრობა მტკიცდებოდა. ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ქვეყნების სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება. ამ მიზანს ბოლომდე მივყვებით“,- განაცხადა კობახიძემ.

“ბოლო პერიოდში შემოგვაპარეს ქართველი ხალხის სახელით საუბარი. ყველა, ვისაც ერთი ქართველი ნაცნობი ჰყავს და საქართველოზე რაიმე სმენია, რატომღაც ფიქრობს, ჰყოფნის კომპეტენცია და აქვს ლეგიტიმაცია, რომ ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა ელჩების კომპეტენციაზე და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “გარკვეულწილად ჩვენი პოლიტიკა ისე განვითარდა და მათ შორის, მეგობრების მონაწილეობა ჩვენს შიდა პოლიტიკაში, რომ რაღაცნაირად ყველა მივედით იმ ზღვრამდე, სადაც თავად პოლიტიკურმა სისტემამ დაუშვა ეს”.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, დისტანცია არსებობდეს ქვეყნებს შორის ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემის ფარგლებში და ის დამოკიდებულება, რომ საქართველოს პარლამენტს უცოდინარ ინსტიტუციად უყურებენ, არასწორია.

“მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს და ყველამ გარკვეული დისტანცია დაიჭიროს იმ ურთიერთობისა, რომელიც უნდა არსებობდეს ქვეყნებს შორის ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემის ფარგლებში. ასეთი დამოკიდებულება, რომ თითქოს გიყურებენ შეუმდგარ, უცოდინარ ინსტიტუციად და საქმე ეხება პარლამენტს, როცა ამაზე ვსაუბრობთ, ეს გარკვეულწილად რა თქმა უნდა, არ არის სწორი და მნიშვნელოვანი არის, რომ ამ არჩევნებმა ესეც უნდა აჩვენოს. ჩვენ ბოლო პერიოდში ძალიან შემოგვაპარეს ქართველი ხალხის სახელით საუბარი. უცხოელები, რომლებსაც ზოგსაც საერთოდ ფეხი არ აქვს დადგმული საქართველოში და ყველა, ვისაც ერთი ქართველი ნაცნობი ჰყავს და საქართველოზე რაიმე სმენია, რატომღაც ფიქრობს, რომ ჰყოფნის კომპეტენცია და აქვს ლეგიტიმაცია, რომ ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. ასე რომ, ეს არჩევნები ამიტომაც არის მნიშვნელოვანი. ქართველმა ხალხმა ამიტომაც უნდა დაანახოს ყველას, შინ და გარეთაც, თუ სად დგას ქართველი ხალხი, რა არის მისი პოზიცია, ვინ არის მისი ხელისუფლება, რომ ვეღარავინ ვეღარ გაბედოს, ქართველი ხალხის ხელისუფლებას ესაუბრონ ქართველი ხალხის სახელით”.-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button