“ჩვენ ვართ ევროპა” – პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“ჩვენ ვართ ევროპა” – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები არჩევნების გაყალბებას აპროსტებენ.
რუსთაველის გამზირზე, სადაც ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“ აქცია უნდა დაიწყოს, პროტესტის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
პარლამენტის წინ, საიდანაც საზოგადოებას ოპოზიციონერი ლიდერები და თბილისში ვიზიტით მყოფი, ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტის წევრები სიტყვით მიმართავენ, სცენაა დამონტაჟებული. ისინი მოსახლეობას სიტყვით მიმართავენ.
პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და ითხოვენ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.
ამასთან, დემონსტრაციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და ითხოვენ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.
დემონსტრაცია 19:00 საათზე დაიწყო.
“მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვუთხრათ – საქართველო ევროპაა!” – წერია აქციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.