მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ჩვენ ვასრულებთ გაუთავებელი ომების პერიოდს!”

“შეერთებულ შტატებს არ სურს კონფლიქტების მოგვარება უცხო ქვეყნებში, რადგან ეს არ არის აშშ-ს სამხედროების მოვალეობა.” – ეს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვესტ-პოინტის (ნიუ-იორკის შტატი) სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულებისადმი მიმართვის დროს გააკეთა.

“თითოეული თქვენგანი იწყებს სამხედრო სამსახურს ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვან მომენტში. ჩვენ აღვადგენთ იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომ ამერიკელი ჯარისკაცის მსახურება არა სხვა ქვეყნების აღდგენაა, არამედ ჩვენი ქვეყნის დაცვაა უცხო მტრებისგან. ჩვენ ვასრულებთ გაუთავებელი ომების პერიოდს.” – განაცხადა ტრამპმა.

“შორეულ ქვეყნებში, რომელთა შესახებ ბევრი არც კი გსმენიათ, უძველესი კონფლიქტების მოგვარება, არ არის ამერიკის ჯარების პასუხისმგებლობა. ჩვენ არ ვართ მსოფლიო პოლიცია.” – თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა, თუმცა არ დაუსახელებია კონკრეტული მაგალითები.

მსგავსი პოსტები

Back to top button