მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩვენ ვემზადებით ომისთვის – თუ მშვიდობა გინდა, ემზადე ომისთვის-ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ რესპუბლიკა ომისთვის ემზადება. „არავის დაუჯეროთ, რომ ომი გვინდა. ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამაზე გულახდილად ვსაუბრობ. “თუ მშვიდობა გინდა, ემზადე ომისთვის,” – ძალიან სწორად არის ნათქვამი, “- ციტირებს მედია ლუკაშენკოს.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს შესაბამისი ქვედანაყოფების საჭირო მომზადება, ჯარებს სხვადასხვა ტიპის იარაღი და აღჭურვილობა მიეწოდება.

„თუ ვინმე იქიდან [არამეგობრული ქვეყნებიდან] ყვირის და გვაკრიტიკებს, იცოდეთ: ჩვენ სწორად ვიქცევით. თუ იქ ქებას დაგვიწყებენ, უბედურებაა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი მტკიცებით, ბელარუსი არავის ემუქრება.

„ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს დავემუქროთ. ჩვენ არ გვინდა სხვისი მიწა. ღმერთმა ქნას, ჩვენი დავამუშაოთ”, – განაცხადა ლუკაშენკომ. ქალაქ გროდნოს მაცხოვრებლებისთვის მიმართვისას, სადაც ის ახალი საავადმყოფოს მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა.

გარდა ამისა ბელარუსმა პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის მოსაზღვრე ოლქებში სამხედრო წვრთნები დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

„ბელტას“ ცნობით, გომელის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის ყოვლისმომცველი შემოწმების ფარგლებში 2-4 აპრილს, გომელის ოლქის სამხედრო კომისრის ხელმძღვანელობით, როგაჩოვისა და კორმიანსკის რაიონების ტერიტორიული თავდაცვის ძალებთან ერთად სამხედრო სწავლება გაიმართება.

სამხედრო სწავლების მიზანს საბრძოლო მომზადების ამოცანების შესასრულებლად ტერიტორიული თავდაცვის ძალების სამხედრო ნაწილების თანამდებობის პირების მზადყოფნის შეფასება და თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად პერსონალის მომზადება წარმოადგენს.

გომელის ოლქის გარდა მსგავსი ტიპის სამხედრო სწავლება გროდნოს ოლქის ვორონოვსკის რაიონშიც ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button