ფონდს ,,ფული ძალადობრივი პროტესტის ორგანიზებისთვის სჭირდებოდათ-შაქარაშვილი ფონდების დაყადაღებაზე

“ჩვენ ვხედავდით, რომ ისინი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ფულის აკუმულირება ხდებოდა იმისთვის, რომ შეესყიდათ პიროტექნიკა, სხვა მატერიალური საშუალებები, რომლებიც სჭირდებოდა ძალადობრივი პროტესტის ორგანიზებას, რაც მიზნად ისახავდა მსხვერპლს და პროცესების მაიდანიზაციას” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი საუბრობს. სწორედ “ნეიტრალური საქართველოა”, რომლის მიმართვის საფუძველზეც, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 5 ფონდს ყადაღა დაედო.
“იგივე ჯარიმების ნაწილში, რასაც თავად აღიარებენ, რომ ისინი იხდიდნენ კონკრეტულ სამართალდამრღვევთა ჯარიმებს, ეს პირდაპირ ნიშნავს მოწოდებას და წახალისებას, რომ რეციდივი მოხდეს და განმეორებით ჩაიდინონ ადამიანებმა დანაშაული. არა მხოლოდ ის ადმინისტრაციული დანაშაულები, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულები. ჩვენ ვხედავდით, რომ ისინი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ფულს აგროვებდნენ, ფულის აკუმულირება ხდებოდა იმისთვის, რომ შეესყიდათ პიროტექნიკა, სხვა მატერიალური საშუალებები, რომლებიც სჭირდებოდა ძალადობრივი პროტესტის ორგანიზებას, რაც მიზნად ისახავდა მსხვერპლს და პროცესების მაიდანიზაციას. ვხედავდით, რომ ჩვენ გმირ პოლიციელებს ისინი ცეცხლს უხსნიდნენ ფოიერვერკების საშუალებებით, სწორედ ამ ფულით ხდებოდა მათი შესყიდვა. დღეს ჩვენს ქვეყანას, ისე როგორც არასდროს, სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა და ამის მიღწევა არის შესაძლებელი მხოლოდ ამ აგენტურული ქსელის დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთით,” – აცხადებს ვატო შაქარიშვილი.
“ერთი რამე არის ფაქტი, რომ ამ ადამიანების მიზანი იყო ჩამოეშალათ სახელმწიფო და არ უნდა ემუშავა კანონს, არ უნდა ემოქმედა კანონიერებას და ფაქტია, რომ ეს ადამიანები აფინანსებდნენ სამართალდარღვევებს,” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე საუბრობს და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება, რომლის ფარგლებშიც 5 ფონდს ყადაღა დაედო.
“ადამიანები ქველმოქმედებაზე საუბრობენ იმ მოტივით, რომ თავიანთ ფონდებთან დაკავშირებული ისრები გადაიტანონ სულ სხვა მიმართულებით. ერთი რამე არის ფაქტი, რომ ამ ადამიანების მიზანი იყო ჩამოეშალათ სახელმწიფო და არ უნდა ემუშავა კანონს, არ უნდა ემოქმედა კანონიერებას და ფაქტია, რომ ეს ადამიანები აფინანსებდნენ სამართალდარღვევებს. იმას კი არ ამბობდნენ, რომ კანონი უნდა ყოფილიყო დაცული და კანონდარღვევა არ უნდა მომხდარიყო, პირიქით, ამ ყველაფერს თვითონვე აფინანსებდნენ და ჩვენ ვნახეთ, რომ მათსავე ოფისებში პირდაპირ ამოღებული იქნა პიროტექნიკა თუ სხვა აკრძალული ნივთიერებები, რაც მერე გამოიყენებოდა ძალადობრივ აქციებში. ეს არის ყოვლად მიუღებელი მცდელობა იმის, რომ ჩამოშალონ სახელმწიფოებრიობა. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სამართალდამცველებს უნდა ჰქონდეთ ლოგიკური და კანონით გათვალისწინებული რეაქცია,” – აცხადებს არჩილ გორდულაძე.
ყოველთვის ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს სამშობლოს და არა ისე, როგორც სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესს – კახა კალაძე რამდენიმე ფონდის ანგარიშების დაყადაღებაზე
დღეს, 13:35 165
“როდესაც თანხები იხარჯება იმაში, რომ ქვეყანა დაანგრიონ, სახელმწიფოს შეუქმნან პრობლემები, ცხადია, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე ფონდის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიება დაადგენს, თუ საიდან მოდის ესა თუ ის თანხები და რაში იხარჯება.
“ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. როდესაც თანხები იხარჯება იმაში, რომ ქვეყანა დაანგრიონ, სახელმწიფოს შეუქმნან პრობლემები, დისკომფორტი შეუქმნან ხალხს, ცხადია, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება. რა თქმა უნდა, უნდა გამოიკვეთოს, საიდან შემოდის ეს თანხები, ვის მიერ ხდება ქვეყნის აყირავების დაფინანსება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აქვე უპასუხა შეკითხვას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც დონორი ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება.
“ამაზე ჩვენ ღიად ვისაუბრეთ. უბრალოდ, სახელების და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებთ. ჩვენ პირდაპირ გამოვედით და საზოგადოებას ვუთხარით ის მოცემულობა, თუ რა მდგომარეობა იყო საქართველოსთან მიმართებაში და როგორ ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას; როგორ ითხოვდნენ სანქციებზე მიერთებას. სხვათა შორის, სანქციებთან დაკავშირებით თავიდან უარყოფდნენ, თუმცა შემდეგ უკვე რეზოლუციაშიც კი ჩაწერეს. შეიძლება ჩვენ ხვალ,ზეგ ვიხილოთ ისეთი რეზოლუციები, სადაც გაგვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ მეორე ფრონტი არ გაიხსნა ქვეყანაში.
არაფერია გამორიცხული. ჩვენ უბრალოდ დავდექით იქ, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო აუცილებელი და ამ ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა; დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ვფიქრობ, დღეს საქართველო გამარჯვებულია იმ გადასახედიდან, თუ რა ხდებოდა, რა გამოვიარეთ. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იყო – იყო ძალიან დიდი ზეწოლა, შანტაჟი, მუქარები, რომლებიც დღესაც გრძელდება, მაგრამ ჩვენთვის ხომ მთავარი ამოსავალი ჩვენი ქვეყანა, ამ ქვეყნის ინტერესი, ხვალინდელი დღე და ჩვენი ხალხია. ამიტომ, ყოველთვის ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს სამშობლოს და არა ისე, როგორც სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესს”, – განაცხადა კახა კალაძემ.