“ჩვენი ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავეს”

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აფხაზურმა მხარემ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რუსი სამხედრო დააკავა, ქართულ მხარე ამ ინფორმაციას დაზუსტებით ვერ ადასტურებს.

თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ის ადამიანი განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაკავებული, თუმცა ზუსტი არის თუ არა ინფორმაცია, ამის თქმა არ შეუძლია.

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ დამნაშავე სათანადოდ დაისჯება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგი გიგიაძის თქმით, ხურჩაში მომხდარი მკვლელობის შესახებ მათ ყველა პარტნიორს დაუყოვნებლივ მიაწოდეს ინფორმაცია და მათგანაც მყისიერი რეაქცია იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button