“ჩვენი ოსი და აფხაზი თანამოქალაქეებიც ამ შედეგების მომსწრენი იქნებიან”

პრეზიდენტი მოსახლეობას ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას ულოცავს„მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

მე მინდა მადლობა ვუთხრა ევროპარლამენტარებს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის.
მინდა მადლობა ვუთხრა ევროპის ელჩებს, რომლებიც მუშაობდნენ ამ მიღწევისთვის.
მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მთავრობას აღმასრულებელს და საკანონმდებლოს, როგორც მოქმედს, ასევე წინა ხელისუფლებებს იმ მუშაობისთვის, რაც მათ გასწიეს ამ მნიშვნელოვანი მიღწევისათვის.
ამ მიღწევის შედეგებს არამარტო ქართველები, არამედ მთელი ევროპა მოიმკის გამომდინარე იმ მნიშვნელოვანი წვლილიდან რასაც ქართველები, ქართული კულტურა, საქართველოს მოქალაქეები ითამაშებენ ევროპაში და იმ მნიშვნელოვანი წვლილისგან, რასაც ევროპელები თამაშობენ ქართულ რეალობაში.

მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ოსი და აფხაზი თანამოქალაქეებიც ამ შედეგების მომსწრენი და ამ შედეგების მომხმარებლები იქნებიან!“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მოუსმინეთ გიორგი მარგველაშვილს

დღეს, 2 თებერვალს გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმოადგენლებს უმასპინძლა.გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნლებთან ერთად ევროპარლამენტის სესიის ტრანსლირებას ადევნებდა თვალს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button