მნიშვნელოვანისიახლეები

ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არის უცვლელი

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე მმართველი გუნდის პოზიცია უცვლელია და ამ პოზიციას ვერავინ შეაცვლევინებს.

ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არის უცვლელი, ვიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ პარტიას ამ პოზიციას ვერავითარი პროვოკაციების, ფარული კამპანიების თუ უცხოელი ლობისტების მეშვეობით ვერავინ შეაცვლევინებს.

კობახიძემ პროვოკაციებში „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა და როგორც აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ „ომის პარტია“ სანქციების დაწესებისა და საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვის სურვილის შესახებ საუბარს ღიად ვერ ბედავს, „მათი ყველა პროვოკაცია სწორედ ამისკენაა მიმართული“.

მეტიც, კობახიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეა, სანქციების მიმართულებით „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციულ კამპანიაში მათი უცხოელი ლობისტებიც აქტიურად ჩაერთვნენ.

ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და კიდევ ერთხელ მოუწოდა, „თუ სანქციების დაწესებას ემხრობიან, ფარული აგიტაციის, პროვოკაციების მოწყობისა და უცხოელი ლობისტების დაქირავების ნაცვლად, ამაზე ღიად ისაუბრონ“.

მისივე თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას.

მანვე აღნიშნა რომ მას შემდეგ, რაც 2010 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ნაწილობრივ გააუქმა, ხოლო 2012 წლიდან “ქართულმა ოცნებამ” “გააფართოვა სავაჭრო ეკონომიკური” ურთიერთობები, არავის კრიტიკული შენიშვნა არ გამოუთქვამს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველასთვის ცხადი იყო, რომ ხელისუფლების ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის, მათ შორის რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ასი ათასობით ჩვენი მოქალაქის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა.

ირაკლი კობახიძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button