ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

ჩვენმა პოლიტიკამ უკვე გამოიღო პირველი შედეგები – თურნავა

„ჩვენმა პოლიტიკამ უკვე გამოიღო პირველი შედეგები, რომელიც ორიენტირებულია იმპორტის ჩანაცვლებასა და ექსპორტის წახალისებაზე,” – ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

 

მინისტრი ხაზს უსვამს, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი არის გაზრდილი  31.4 პროცენტით, რაც საკმაოდ მაღალი ზრდაა 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით, თუმცა, თუ შევადარებთ 2019 წლის ოქტომბერს ანუ პანდემიამდელ პერიოდს, აქაც ზრდა თითქმის 29 პროცენტია.

 

“ჩვენი პოლიტიკის შედეგია, რომ ექსპორტი გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე იმპორტი და დარწმუნებული ვართ, რომ წლევანდელი წელი დასრულდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდით,” – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

 

„საქსტატის“ ინფორმაციით,  2021 წლის ოქტომბერში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 31.4 პროცენტით გაიზარდა და  მისმა მოცულობამ 411.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ოქტომბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2019 წლის ოქტომბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებს (2021 წლის ოქტომბრის ექსპორტი 2019  წლის ოქტომბრის ექსპორტს 91.5 მლნ. აშშ. დოლარით, 28.6%-ით აღემატება). ექსპორტის მსგავსი დინამიკა ნათლად მიანიშნებს ეკონომიკის გაჯანსაღებასა და მიმდინარე ტენდენციების გაუმჯობესებაზე.

 

„მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც ექსპორტის ზრდამ სერიოზულად გადააჭარბა იმპორტის ზრდას. მთლიანობაში, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება, იზრდება მთლიანად საგარეო-სავაჭრო ბრუნვა, მისი ორივე კომპონენტი – როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი, თუმცა, ექსპორტის წინმსწრები ზრდა გვაქვს ანუ თუ ექსპორტი გაიზარდა 31. 4 პროცენტით, იმპორტის ზრდა არის მხოლოდ 24 პროცენტი. ზოგადად, ექსპორტის ზრდა ეს არის დიდი კონტრიბუცია მთლიანად ეკონომიკურ ზრდაში და  როგორც აქამდეც მოგახსენებდით, გვაქვს მოლოდინი, რომ  2021  წელი დასრულდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდით“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button