მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩვენს დაჭრილ სამხედროებს სისხლი სჭირდებათ გთხოვთ გახდეთ დონორები-ზელინსკი

ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართავს

უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა და მათ ქვეყნაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია მიაწოდა.

“ჩვენ დავიცავთ ჩვენ ტერიტორიას ყველა შესაძლებელი ძალით, რათა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ქვეყნის დაცვისკენ ვეტერანებს. ჩვენ გვყავს დაჭრილი სამხედროები, სადაც საავადმყოფოებში საჭიროა სისხლი, გთხოვთ გახდით დონორები.

ნაციონალური ბანკი და უკრაინის საბანკო სისტემას აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ ფინანსურად სახელმწიფო და თითოეული მოქალაქე იყოს უზრუნველყოფილი. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა პოლიტიკოსს, რომელიც იცავს ახლა უკრაინას და ისინი არიან ერთიანები. იყავით მზად იმისთვის, რომ დაიცვათ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა იმ რაიონებში, სადაც ცხოვრობთ.

ჩვენ გავწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. უკრაინა თავს იცავს და არ დათმობს თავის თავისუფლებას. უკრაინას აქვს უფლება იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო,” – განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი მიმართვაში განაცხადა, რომ დაჭრილი სამხედროებს სისხლი სჭირდებათ, მან ყველას მოუწოდა გახდნენ დონორები:

“ჩვენ გვყავს დაჭრილი სამხედროები საავადმყოფოებში, სადაც საჭიროა სისხლი, გთხოვთ გახდით დონორები.

მზად იყავით ყველაფრისთვის და გააკეთეთ ყველაფერი რათა სამშობლო დავიცვათ.

უკრაინელების უფლება, იცხოვრონ თავის მიწაზე – ხელშეუხებელია,“- განაცხადა ზელენსკიმ

უკრაინის პრეზიდენტი მიმართავს უკრაინის მოქალაქეებს, განსაკუთრებით ვეტერანებს, ვისაც ძალა შესწევს, შეიარაღებულ ძალებს შეუერთდნენ. მისი თქმით, არმიას მხარი ყველამ უნდა დაუჭიროს, რადგან ისინი გმირულად იბრძვიან.

ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართავს, ვისაც ნამუსი ჯერ კიდევ შერჩენია, გამოვიდეს რუსეთის ქუჩებში და გააპროტესტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.

“მივმართავ უკრაინის ყველა მოქალაქეს და ჟურნალისტებს, გაავრცელეთ ინფორმაციები თუ როგორ გმირულად იბრძვიან ჩვენი მებრძოლები. მხარი დავუჭიროთ. არმია ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერას ითხოვს. ისინი გმირები არიან და მტერს მედგარ წინააღმდეგობას უწევენ. მტერს სერიოზული ზიანი მიაყენეს როგორც დონბასსა და ლუგანსკში, ასევე სხვადასხვა რეგიონში. ეს ზიანი კიდევ უფრო გაიზრდება. დღეს უკრაინა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. სამშობლო ყველამ უნდა დავიცვათ. მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვისაც ძალა შესწევს დაიცვას უკრაინა, გამოცხადდეს. განსაკუთრებით ვეტერანები. ჩვენს დაჭრილებს სჭირდება სისხლი და გთხოვთ გახდით დონორები. მზად იყავით ყველაფრისთვის და გააკეთეთ ყველაფერი რათა სამშობლო დავიცვათ.

უკრაინელების უფლება, იცხოვრონ თავის მიწაზე, ხელშეუხებელია. რუსეთი დილაადრიან თავს ლაჩრულად დაგვესხა. რუსეთი ბოროტების გზაზე დგას. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს და იმ ადამიანებს ვისაც ნამუსი ჯერ კიდევ შერჩენია, გამოვიდეს რუსეთის ქუჩებში და თქვენი მთავრობის ქმედებები, ომი უკრაინის წინააღმდეგ გააპროტესტეთ”

მსგავსი პოსტები

Back to top button