მნიშვნელოვანისიახლეები

,,ჩვენს ქვეყანაში არავითარი კრიზისი არ იქნება ვერავინ შექმნის ვერავითარ კრიზისს,,-პრემიერი

Financial Times-ი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, პოლიტიკურ კრიზისსა და მოახლოებულ არჩევნებზე საავტორო სტატიას აქვეყნებს

არავითარი კრიზისი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება. ვინმეს თუ უნდა, გაიმეოროს საქართველოში ის სცენარი, რომელიც უკვე გამოვიარეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს მცდელობაც აბსოლუტურად განწირულია წარუმატებლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს ბრიტანულ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ დაკავშირებით, რომელმაც გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით, „დასავლეთი უნდა მოემზადოს კრიზისისთვის საქართველოში“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, მოწოდების სიმაღლეზე.

„არავითარი კრიზისი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება. ხედავთ, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, მოწოდების სიმაღლეზე, მათ შორის, სამართალდამცველი უწყებები დგანან მოწოდების სიმაღლეზე. ეს დაინახა ქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის, ბოლო თვეების განმავლობაში. შესაბამისად, ვერავინ შექმნის ვერავითარ კრიზისს. ვინმეს თუ უნდა, გაიმეოროს საქართველოში ის სცენარი, რომელიც უკვე გამოვიარეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს მცდელობაც აბსოლუტურად განწირულია წარუმატებლობისთვის, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. შესაბამისად, ვინმეს თუ ასეთი აზრები აქვს, ვურჩევ ყველას, ასეთი აზრები გვერდზე გადადოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის Financial Times-ი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, პოლიტიკურ კრიზისსა და მოახლოებულ არჩევნებზე საავტორო სტატიას აქვეყნებს სათაურით – “დასავლეთი უნდა მოემზადოს კრიზისისთვის საქართველოში; თბილისი ნეიტრალიტეტისკენ და რუსეთის გავლენის სფეროსკენ იხრება”.

გამოცემა აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” ახალ ყველანაირ ღონეს მიმართავს ძალაუფლებაზე კონტროლის შესანარჩუნებლად.

“საქართველო მიმართულებას ცვლის. ოქტომბრის არჩევნების წინ, ის ადამიანები, რომლებიც მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არიან, თვლიან, რომ ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს ძალაუფლებაზე კონტროლის შესანარჩუნებლად. რუსეთის პოლიტიკური ლიდერები უკვე პროგნოზირებენ ძალადობრივ მოვლენებს არჩევნების შემდეგ. წლების განმავლობაში ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მოძრაობის შემდეგ საქართველოს დე ფაქტო ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა იგრძნო, რომ ძალაუფლებას კარგავს და კურსი შეცვალა. საქართველო ახლა დასავლეთსა და რუსულ სამყაროს შორის არსებული ნაცრისფერი ზონისკენ მიცურავს.

უკრაინის ომმა საქართველოსთვის სრულიად მოულოდნელი შესაძლებლობა გააჩინა, რის შედეგადაც მას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შესთავაზეს. შესაძლოა, ივანიშვილს, ქართველების უმეტესობისგან განსხვავებით, სულაც არ სურდა ეს გაუთვალისწინებელი საჩუქარი. ბლოკის სტანდარტებთან შესაბამისობა და მით უმეტეს გაწევრიანება ნიშნავს, რომ ქვეყნის მართვის სისტემა, მათ შორის სასამართლო, სერიოზულად უნდა გაიწმინდოს. ამიტომ, მთავრობის ბოლო ქმედებების შედეგად, გაწევრიანების პროცესი გაყინულია. მიუხედავად ამისა, ივანიშვილი კვლავ გვპირდება ევროკავშირში გაწევრიანებას 2030 წლისთვის,” – წერია სტატიაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button