რეგიონი

“ჩვენს თანატოლებს ესვრიან”- თელაველი ბავშვების სოლიდარობა უკრაინელ თანატოლებს

“ჩვენს თანატოლებს ესვრიან”- თელაველი ბავშვების სოლიდარობა უკრაინელ თანატოლებს.
თელავის მუსიკალური სკოლის სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და უკრაინულ ენაზე სიმღერა შეასრულეს.

მოსწავლეები სოლიდარობის გამოსახატად, მშობლებთან ერთად მივიდნენ და ქართულ, უკრაინულ და ინგლისურ ენაზე პლაკატები გამოფინეს.

სილოდარობის აქციებს ორგანიზებას თელავში დემოკრატიის სკოლა უწევს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან სხვადასხვა სახის მსვლელობებს ატარებს.

შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე უკვე მეშვიდე დღეა შეიჭრნენ, ბომბავენ ქალაქებს და ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button