კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე სასამართლო განჩინებას ადვოკატი გაასაჩივრებს

11 თვის ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული მამის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

36 წლის ზურაბ შავლიაშვილის ადვოკატი მიიჩნევს, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, ზედმეტად მკაცრია.

” ეს გადაწყვეტილება არის ზედმეტად მკაცრი, რადგან პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს. ბრალდებულთან შეთანხმებით, ჩვენ მას გავასაჩივრებთ. რაც შეეხება ჩემს განცხადებას, რომ მან შესაძლოა თვითმკვლელობა ჩაიდინოს, ეს არ არის ცარიელი სიტყვები. მას ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია ბავშვის გარდაცვალებაზე, ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს სახიფათოა”- განაცხადა მურღვაშვილმა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დღეს, 11 მარტს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ შავლიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება ბრალდებულს, სიახლის სამართლის კოდექსის 126′, 116- ე და 11′ , 19, 117- ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ოჯახურ ძალადობასა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მამაკაცი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და შესაძლო დანაშაულს არ აღიარებს.

შემთხვევა, გურჯაანში, 8 მარტის ღამეს მოხდა. 11 თვის ჩვილი, სავარაუდოდ, მშობლებს. შორის დაწყებულ ოჯახურ კონფლიქტს ემსხვერპლა

მსგავსი პოსტები

Back to top button