კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებულ მამას პატიმრობა შეეფარდა.

გურჯაანში, ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 36 წლის ზურაბ შავლიაშვილს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

საქმეში ჩართული სახაზინო ადვოკატი, მინარი მურყვაშვილი, სასამართლოს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას სთხოვდა. ადვოკატის განმარტებით, შავლიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რამაც შესაძლოა, ის სუიციდამდე მიყვანოს.

სასამართლო პროცესი,ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. თავად ბრალდებული, რომელიც წარდგენილ ბრალში, თავს დამნაშავედ არ სცნობს, სხდომას ესწრებოდა.

გამოძიება ზურაბ შავლიაშვილს სიახლის სამართლის კოდექსის 126′, 116- ე და 11′, 19, 117- ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ოჯახში ძალადობასა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, შემთხვევა 8 მარტს გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე მოხდა. ოჯახური კონფლიქტის დროს, მამაკაცმა 25 წლის მეუღლეს, ცხელი ღუმელი ესროლა. ქალს ხელში ბავშვი ეჭირა, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button