კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჩვილის გარდაცვლაების ფაქტზე მამას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

გურჯაანში 11 თვის ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალი მამას, 36 წლის ზურაბ შავლიაშვილს ოფიციალურად წაუყენეს. ბრალის წარდგენის პროცედურა ცოტა ხნის წინ, ყვარლის პოლიციის სამმართველოში ჩატარდა.

ბრალდებულის ადვოკატის, მინარი მურყვაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ოჯახური ძალადობის გარდა, გაუფრთხილებლიბით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვისაც ედება ბრალი.

” ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ სურს ამ ამბის დეტალებზე საუბარი. რაც შეეხება ბრალს, პირველად მუხლს რამდენიმე დაემატა. ბრალდებული წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ თვლის”- განაცხადა ადვოკატმა.

გამოძიება ზურაბ შავლიაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 126′, 116- ე 11′, 19, 117- ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს, ხვალ, 11 მარტს, გურჯაანის რაიონული მაგისტრატი სასამართლო განიხილავს.

შემთხვევა გურჯაანში, 8 მარტის ღამეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 11 თვის ჩვილი ოჯახური კონფლიქტის მსხვერპლი გახდა

მსგავსი პოსტები

Back to top button