ცხენის გამო მოხსნილი დახმარება ლაგოდეხში [Audio]

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში, მუმლაძეების სამ წევრიანი ოჯახი სოციალური დახმარების მოლოდინშია.

ისინი შემწეობას 4 წლის განმავლობაში იღებდნენ, თუმცა როგორც თავად ამბობენ, დახმარების შეწყვეტის მიზეზი “მარჩენალი ცხენი” გახდა, რომელიც მუმლაძეებს ჰყავდათ.

დახმარების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ ცხენი გაყიდეს იმ იმედით, რომ ქულების ხელახლა დათვლის შემდეგ დახმარება აღუდგებოდათ, თუმაც უშედეგოდ.

ოჯახის ახლანდელი შემოსავალი ავადმყოფობის 100 ლარიანი პენსიაა, რაც მათივე თქმით არასაკმარისია და წამლების შესაძენადაც კი არ ჰყოფნით.

მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გარდა ოჯახის კიდევ ერთი პრობლემა ნგრევის პირას მისული სახლია.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტეს, რომ მუმლაძეებისთვის სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი მაღალი ქულები გახდა.
კანონმდებლობით ოჯახის შემდეგი გადამოწმება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button