ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე აიყვანა [Audio]

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის აიყვანა.
დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ქართული მხარე. უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და დაკავებულების გათავისუფლებისათვის საჭირო ღონისძიებები მიმდინარეობს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმფოფებიან. დაკავებულებს შორის ქალაქ გორისა და სოფლების ტახტიძირისა და ჭვრინისის მკვიდრები არიან.
მინისტრის მოადგილე, თამარ ციხელაშვილის ხმა ►