ცხინვალში რუს ჯარისკაცს ეძებენ
ცხინვალში რუს ჯარისკაცს ეძებენ. 19 წლის ვიქტორ ივანოვი ცხინვალის სამხედრო ბაზაზე სამუშაოდ ქალაქ ომსკიდან ჩავიდა.
როგორც სააგენტო “ოს ინფო” იუწყება, სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი არიან სამართალდამცავი სამსახურები და მესაზღვრეები. ისინი ათვალიერებენ ცხინვალს და მიმდებარე ტერიტორიას.
ქალაქის ქუჩებში დაკარგული ჯარისკაცის ფოტოებია, ხოლო მისი პოვნისთვის ჯილდოდ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ 150 000 რუსული რუბლი დაასახელა. დაკარგული ჯარისკაცის მამა ცხინვალში სამშაბათს ჩავიდა,რომელიც შვილის მოძებნაში დახმარებას ადგილობრივ მოსახლეობას თხოვს.
ვიქტორ ივანოვი გასულ კვირას სასწავლო პოლიგონიდან დაიკარგა.