მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

CNN-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი სიტყვით გამოვა კონგრესში და თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პირისპირ შეხვდება. ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ქვეყნის ფარგლებს გარეთ 24 თებერვლის შემდეგ. როგორც ცნობილია, ისინი უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას განიხილავენ, რომელიც Patriot-ის სარაკეტო სისტემებს მოიცავს.

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის შემდეგ, ეს იქნება ყველაზე ძლიერი და მოწინავე რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი, რომელიც მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს. სისტემას შეუძლია ერთდროულად 125-მდე სამიზნის თვალყურის დევნება და მათგან ექვსზე რაკეტების გაშვება. კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა არა მხოლოდ თვითმფრინავების და საკრუიზო რაკეტების, არამედ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა.

განრიგი:

23:00 (თბილისის დროით) – ბაიდენი ზელენსკის თეთრ სახლში უმასპინძლებს
23:30 (თბილისის დროით) – ორმხრივი შეხვედრა ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის
01:30 (თბილისის დროით) – ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენცია
05:30 (თბილისის დროით) – ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესს სიტყვით მიმართავს

სენატის უმრავლესობის ლიდერი ზელენსკის კონგრესში ვიზიტს ჩერჩილის გამოსვლას ადარებს

21.12 – 20:17

“სადაც უინსტონ ჩერჩილი იდგა თაობების წინ, დღეს დადგება პრეზიდენტი ზელენსკი, არა მხოლოდ როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც თავისუფლების ელჩი”, – განაცხადა ჩაკ შუმერმა.

ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკის დასახვედრად ემზადებიან

21.12 – 20:00

ჯო ბაიდენი ზელენსკის: იმედია, კარგად მგზავრობ, განსახილველი ბევრია

21.12 – 17:21

“იმედია, კარგად მგზავრობ, ვოლოდიმირ. მოხარული ვარ შენი ვიზიტით. განსახილველი ბევრია”, – ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის

TVN: ზელენსკი პოლონეთში მატარებლის დატოვებისას შენიშნეს

21.12 – 16:29

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში მოგზაურობის ფარგლებში მატარებლით პოლონეთში გაემგზავრა. TVN-მა გადაიღო მომენტი, როდესაც ზელენსკი მატარებლით ჩავიდა პჟემისლში, პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს. გადაღების თარიღი 21 დეკემბერია.

TVN-ის ცნობით, ზელენსკი შემდეგ ჟეზოვის აეროპორტიდან აშშ-ში გაფრინდა. ზელენსკი აშშ-ის ელჩთან უკრაინაში, ბრიჯიტ ენ ბრინკთან ერთად ნახეს.

ზელენსკი: მივდივარ აშშ-ში, კონგრესში გამოსვლა მექნება

21.12 – 10:34

“მივდივარ აშშ-ში, რათა გავაძლიეროთ უკრაინის მდგრადობა და თავდაცვის შესაძლებლობები. კერძოდ, ჯო ბაიდენთან ერთად განვიხილავთ უკრაინისა და აშშ-ს თანამშრომლობას. ასევე გამოსვლა მექნება კონგრესში და რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა”, – ვოლოდიმირ ზელენსკი

CNN: ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში გაემგზავრა

21.12 – 09:30

CNN-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში გაემგზავრა. გამოცემა ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზელენსკის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია პირველად გუშინ, 21 დეკემბერს გავრცელდა. ვიზიტი ოფიციალურად არც ერთი მხარეს არ დაუდასტურებია.

CNN-ის ცნობითვე, ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში პირისპირ შეხვდება. ეს იქნება უკრაინის პრეზიდენტის პირველი გასვლა უკრაინის ფარგლებს გარეთ 24 თებერვლის შემდეგ.

CNN წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში დაემთხვევა თეთრი სახლის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას, რომელიც Patriot-ის სარაკეტო სისტემებს მოიცავს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი შეერთებულ შტატებში არის უაღრესად მნიშვნელოვანი და უარყოფს რუსეთის მცდელობებს, აჩვენოს, რომ აშშ-უკრაინის ურთიერთობები ცივდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა Reuters-ს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი და ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრა საშუალებას მისცემს, ახსნას უკრაინაში არსებული რეალური ვითარება, რა იარაღი სჭირდება კიევს მოსკოვთან საბრძოლველად და რატომ სჭირდება ისინი.

„პირველ რიგში, როგორც თავად ვიზიტი, ისე დაგეგმილი შეხვედრების დონე ცალსახად მეტყველებს ქვეყნებს შორის ნდობის მაღალ ხარისხზე. მეორეც, ეს საბოლოოდ უსვამს წერტილს რუსული მხარის მცდელობებს დაამტკიცოს, თითქოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ცივდება. ეს, რა თქმა უნდა, ახლოსაც არ არის რეალობასთან. შეერთებული შტატები უკრაინას ცალსახად უჭერს მხარს”, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, ვიზიტი უდავოდ გაააქტიურებს სამხედრო თანამშრომლობის ძირითად სფეროებს, გაზრდის ორპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ უფრო მობილიზებას და უფრო ნათლად დახატავს მომავლის სურათს იმ შემთხვევაში, თუ ომი სწორად არ დამთავრდება.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ზელენსკის სიტყვით გამოსვლა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე.
ცნობისთვის ომის დაწყებიდან უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანა პირველად დატოვა. ზელენსკი პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მატარებლით ჩავიდა იქიდან კი აშშ-ში თვითმფრინავით გაემგზავრა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჯო ბაიდენს შეხვდება, ასევე სიტყვით მიმართავს შეერთებული შტატების კონგრესს. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ზელენსკისთან შეხვედრის დროს გამოაცხადებს ჯო ბაიდენი უკრაინის უსაფრთხოებისთვის დამატებით მილიარდ 800 მილიონის ღირებულების დახმარებას. შეერთებული შტატები უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “პეტრიოტს” გადასცემს. ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ზელენსკის პირველი ვიზიტია.
20 დეკემბერს ომის დაწყებიდან 300 დღე გავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button