მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მობილიზებული რუსი რეზერვისტები უკრაინაში განლაგდა

მობილიზებული რუსი რეზერვისტების კონტინგენტი უკრაინაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში განლაგდა. მათი პირადი აღჭურვილობის საშუალო დონე უფრო დაბალია, ვიდრე ადრე განლაგებული ჯარების ისედაც ცუდი უზრუნველყოფა, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.

„ბევრ რეზერვისტს სთხოვენ, თავად შეიძინოს საკუთარი ჯავშანჟილეტი, განსაკუთრებით თანამედროვე 6B45 ჯავშანჟილეტი. აღნიშნული ჯავშანჟილეტი რუსულ ონლაინ მაღაზიებში 40 000 რუბლი (დაახლოებით 640 აშშ დოლარი) ღირს, აპრილში კი მისი ღირებულება დაახლოებით 12 000 რუბლი (დაახლოებით 190 აშშ დოლარი) იყო“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, 2020 წელს რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ რუს სამხედროებს 300 000 კომპლექტი Ratnik-ის ჯავშანჟილეტი გადაეცათ, რაც საკმარისი იყო უკრაინაში ამჟამად განლაგებული ძალების აღჭურვისთვის.

“2020 წელს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუს სამხედროებს “რატნიკის” ჯავშანჟილეტის 300 000 კომპლექტი გადასცეს, რაც საკმარისი იყო უკრაინაში ამჟამად დისლოცირებული ძალების აღჭურვისთვის. გავრცელებული კორუფცია და ცუდი ლოგისტიკა რჩება ძირითად მიზეზად რუსეთის უკრაინაში წარუმატებლობისა”, – აღნიშნულია მიმოხილვაში.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადებით, გავრცელებული კორუფცია და ცუდი ლოგისტიკა რჩება რუსეთის წარუმატებლობის მთავარ მიზეზად უკრაინაში.

„კორუფცია და ცუდი ლოგისტიკა რუსი სამხედროების უკრაინაში ცუდად ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია“, – აცხადებენ უწყებაში.

ყოველდღიურ მიმოხილვაში დაზვერვის სამსახური წერს, რომ ბოლო ორ კვირაში უკრაინაში მობილიზებული რუსები გადაისროლეს. მათი ეკიპირების საშუალო დონე კი, სავარაუდოდ, დაბალია. მათივე თქმით, ბევრ რეზერვისტს, სავარაუდოდ, თვითონ მოუწევს ჯავშანჟილეტის ყიდვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button