მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

CO-ს დაგროვების შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ქეთევან წამებულის გამზირის 67-ში მოხდა. გარდაცვლილები მშენებლობაზე მუშაობდნენ. ყველა მათგანი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

მომხდართან დაკავშირებით, კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა.

„წინასწარი დათვალიერებით, ბინაში მყოფი პირების გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა. კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ბინზესცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ბინაში იმყოფებოდნენ და წყლის გამათბობლის ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო გამათბობელი ჩაიხსნა ბუნებრივი აირის მილიდან და შეუწყდა გაზის მიწოდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ბინის მფლობელის მიერ ადგილი ჰქონდა გამათბობლის თვითნებურ დაერთებას,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button