მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

CO-თი ინტოქსიკაცია – მოწამლულია ერთ ოჯახის 6 წევრი

CO-თი ინტოქსიკაციის კიდევ ერთი შემთხვევა თბილისში. თემქაზე გვიან ღამით, “კარმას” ტიპის გამათბობლიდან სავარაუდოდ, ნამწვის დაგროვების შედეგად ერთი ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა. მათ შორის ორი მცირეწლოვანია.

ბავშვები იაშვილის კლინიკაში მოათავსეს, დანარჩენები კი მეხუთე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფაქტზე გამოძიება ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button