მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

COVID-19 არ დაუდასტურდა კახეთში ინფიცირებულ ექიმთან კონტაქტში მყოფ პირებს

ყვარლის მუნიციპალიტეტში 2 მაისს დაინფიცირებულ ექიმთან კონტაქტში მყოფ პირებს, მათ ვისაც კვლევა ჩაუტარდა კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ამ დროისთვის 50 წლის ქალთან კონტაქტში მყოფი 147 მოქალაქიდან 102 ნიმუშია გამოკვლეული, მათ შორის 67 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.

როგორც რადიო “ჰერეთს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, დღეს ლუგარის ლაბორატორიაში
კახეთიდან გამოსაკვლევად კიდევ 45 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.

4 მაისის მონაცემებით, კახეთის რეგიონში საკარანტინო სივრცეებში 459, თვითიზოლაციაში კი 36 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button