სპორტი

რაგბის ყრილობა ჩაიშალა

დღეს, 24 თებერვალს საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა ყრილობა ჩაიშალა. მიზეზად ქვორუმის არარსებობა დასახელდა.

„ყრილობას, ლეგიტიმაციისთვის 50 ხმა სჭირდებოდა, თუმცა შეკრებაზე ხმის უფლების მქონე მხოლოდ 44 სუბიექტი გამოცხადდა, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა და საერთო კრება ისევ გადაიდო.

დებულების თანახმად, მომდევნო ყრილობა 10-30 დღეში უნდა გაიმართოს. ამ დროისთვის კი ქვორუმისთვის უკვე 38 ხმა იქნება საკმარისი.“- აღნიშნა საქართველოს რაგბის კავშირის თავმჯდომარემ, გოჩა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ კავშირის პრეზიდენტობისთვის მრძოლაში მხოლოდ ერთი კანდიდატი, სოსო ტყემალაძე მონაწილეობს.

ადგილზე, მხარდამჭერებთან ერთად, რაგბის კავშირის ერთხელ უკვე არჩეული და შემდგომში, საჯარო რეესტრი მიერ არდარეგისტრირებული თავმჯდომარე, ირაკლი აბუსერიძე მივიდა.

მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button