მნიშვნელოვანირეგიონი

მაჩალიკაშვილის სახლს პროკურატურის წარმომადგენლები და ექსპერტი დაათვალიერებენ

დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში დღეს საქართველოს პროკურატურის გამომძიებლები და ექსპერტები ჩავლენ.

მათთან ერთად, სოფელ დუისში ჩასვლას გეგმავს მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი, ასევე მიწვეული ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი.

ამის შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

გამომძიებლები და ექსპერტები იმ ოთახს დაათვალიერებენ და მოკვლევას ჩაატარებენ, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2017 26 დეკემბერს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით რამდენიმე პირის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button