მნიშვნელოვანისიახლეები

COVID-19-ით დაავადებული 63 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 63 პაციენტი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 804 571 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 741 470 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 352 კი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 51 298 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4 278 შემთხვევა.

4 154-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ბოლო 24 საათში 7 099 კოვიდსაწინააღმდეგო აცრა გაკეთდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი 2020 წლის 26 თებერვლს დადასტურდა

COVID-19-ით გარდაცვლილია ჯამში 11 352 ადამიანი.

15 ნოემბრის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 32%.

მსგავსი პოსტები

Back to top button