მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

არ ვიცით როდის დასრულდება ომი მაგრამ ვიცით რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ხასიათის

არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ხასიათის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს – ეს ძალიან კარგად ესმის საქართველოს და ქართველ ხალხს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს „რუსეთის აგრესიულ ომზე და უკრაინის გვერდით დგომის მნიშვნელობაზე“.

„გასულ კვირას ვიყავი კიევში. ჩემი გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ იყო ნათელი. ნატო უკრაინის გვერდით დგას დღეს და იდგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა.

ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ხასიათის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ეს ძალიან კარგად ესმის საქართველოს და ქართველ ხალხს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა, რომლის განცხადების ტექსტიც ნატო-ს ვებ-გვერდზე გავრცელდა.

თქვენ შეგიძლიათ ნატოს იმედი გქონდეთ – ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული, წარმატებული, ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირებული ქვეყანა
ნატოს გენმდივანმა იმედი გამთქვა, რომ საქართველო შიდა რეფორმებზე ძალისხმევას გააორმაგებს და დემოკრატიულ სტანდარტებს დაიცავს.

“საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია და მოკავშირეების სრულიად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

დღეს ჩვენ შეხვედრაზე ვისაუბრებთ ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა. კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით.

მივესალმები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და თქვენ შეგიძლიათ ნატოს უწყვეტი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

თავის მხრივ, მე იმედი მაქვს, რომ საქართველო შიდა რეფორმებზე ძალისხმევას გააორმაგებს და დემოკრატიულ სტანდარტებს დაიცავს.

სწორედ ამიტომ მივესალმე “უცხოური გავლენის” კანონპროექტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც შეუთავსებელი იყო ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან.

ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული, წარმატებული, ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირებული ქვეყანა. ნატო კვლავაც იქნება თქვენი პარტნიორი, რადგან თქვენ ამ მისწრაფებების ასრულებაზე მუშაობთ,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მოიპოვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.

„პირველ რიგში, მსურს მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა, რათა გვესაუბრა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე, განსაკუთრებით, დღევანდელ ტურბულენტურ უსაფრთხოების სიტუაციაში, როდესაც უკრაინაში ომია, რაც ჩვენთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის. გარდა ამისა, საქართველოს აქვს თავისი პრობლემა რუსეთთან მიმდინარე ოკუპაციის გამო. შესაბამისად, მადლიერი ვარ ამ შეხვედრისთვის. ასევე, მსურს მადლობა გადაგიხადოთ, თქვენი პირადი ძალისხმევისა და ლიდერობისთვის, რომ გახადოთ ნატო კიდევ უფრო ერთიანი, ძლიერი და კიდევ უფრო წინწასული პარტნიორებთან ურთიერთობით. მე მადლიერი ვარ ალიანსის წევრების მხარდაჭერით საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თქვენი მხარდაჭერისთვის. როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო და უნარიანი პარტნიორი, საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება ალიანსის მისიებში წვლილის შეტანის კუთხით. ჩვენ წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკური მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, რაც ყველასთვის კარგად ცნობილია. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად. ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენ მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, მოვიპოვეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. გასულ წელს უკვე მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ე.წ. 12 პუნქტის განხორციელებაზე, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ ჩემთვის პრივილეგია იყო ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა 2015 წელს, რაც შესანიშნავი ნიმუშია იმის, როგორ თანამშრომლობს საქართველო და ნატო ერთმანეთთან და ამისთვის მსურს მადლობა გადაგიხადოთ. მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმაოთ პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-სთან, ყველა განზომილებაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს აქვს თავისი პრობლემა რუსეთთან მიმდინარე ოკუპაციის გამო. მსურს, მადლობა გამოგიცხადოთ, რომ მომეცა შესაძლებლობა თქვენთან შეხვედრის, რომ გვესაუბრა ჩვენ ორმხრივ ურთიერთობაზე, – ამის შესახებ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერმა იენს სტოლტენბერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

მსგავსი პოსტები

Back to top button