Covid 19 – ით კახეთში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები დაინფიცირდნენ
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/11/telavi-3.jpg)
თელავში, შემოსავლების სამსახურის სერვის- ცენტრის 9 თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.
ინფორმირებული წყარო, რადიო ჰერეთს უყვება, რომ სერვის-ცენტრში, პირველი შემთხვევის გამოვლენის დღეს, სამსახურის 5 თანმშრომელს უკვე ტემპერატურა აღენიშნებოდა.
სერვის-ცენტრში მყოფ პირთა ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, თანამშრომელი გახდა, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტიდან არის.
ამჟამად, თელავის სერვის-ცენტრი დაკეტილია და იქ სადეზინფექციო სამუშაოებიც უკვე ჩატარებულია.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კოვიდ-19 დაუდგინდა, თელავის სერვის-ცენტრში პირველად გამოვლენილი ინფიცირებულის ოჯახის ორ წევრსაც.
ეპიდემიოლოგები, მათ კონტაქტებს სწავლობენ.
პირველი ინფიცირებული, შემოსავლების სამსახურის თელავის სერვის-ცენტრში, 15 ოქტომბერს გამოვლინდა.
ინფორმაციის დასაზუსტებლად და უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, რადიო ჰერეთის სატელეფონო ზარებს, შემოსავლების სამსახურის პრეს-ცენტრში, მთელი დღის განმავლობაში არ უპასუხეს.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთის რეგიონში ახალი კორონა ვირუსის 128 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.