მნიშვნელოვანისიახლეები

უკრაინაში დაღუპული ალუდა ზვიადაური მშობლიურ სოფელში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული ალუდა ზვიადაური მშობლიურ სოფელში გადაასვენეს.
42 წლის ქართველი მოხალისე, საგარეჯოს მუნიციპლიტეტის სოფელ გომბორიდანაა.
ზვიადაური საქართველოში გუშინ, 25 ივნისს ჩამოასვენეს.

ცხედარს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელოდებოდნენ.

ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ზურგიდან, დაჭრილის გამოყვანის დროს აქვს მიყენებული და ნასროლი აქვს საკონტროლო ტყვიაც.
ალუდა ზვიადაური ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში ესტონეთიდან ჩავიდა და ჩეჩნურ- უკრაინულ ბატალიონში იბრძოდა. ის, 18 ივნისს, ლუგანსკის ოლქში დაიღუპა.

ზვიადაურს, მშობლიურ სოფელში, სამშაბათს, 28 ივნისს დაკრძალავენ.
24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, 16 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

მსგავსი პოსტები

Back to top button