მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ნახევარი დელტა შტამია-პაატა იმნაძე

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ნახევარი დელტა შტამია, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს.

“თბილისში 50%-ზე მეტიც შეიძლება იყოს [დელტა შტამი], აჭარაშიც ასეა, დანარჩენ საქართველოში სადღაც 40%-ია. ასე, რომ დაახლოებით ნახევარი ყველა შემთხვევისა, დღეს არის დელტა შტამით გამოწვეული, მათ შორის დელტა პლუსი, რომელიც ლუგარში უკვე დადასტურებული გვაქვს სეკვენირებით. ასეთი უკვე ორი შტამია და ისინი მსოფლიო ბაზაშიც ატვირთულია მეორე კვირაა, რომ ჩვენთან დელტა პლუსის შტამი დაფიქსირებულია”, – თქვა იმნაძემ.

27 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 17 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1335 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button