![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/04/korona-5-4.jpg)
კორონავირუსით ინფიცირებისა და ლეტალობის მაჩვენებელი მატულობს ჩვენი რეგიონის ქვეყნებში. ბოლო 24 საათში თურქეთში გარდაცვალების 98 და ინფიცირების 4 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ მომენტისთვის, ქვეყანაში COVID-19-ით 1 296 ადამიანია გარდაცვლილი.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ვირუსის შესაჩერებლად ყოველ შაბათ-კვირას კომენდანტის საათს აწესებს. აკრძალვები 63 მილიონ მოსახლეს ეხება. პანდემიის გამო, თურქეთის ციხეებიდან 90 000-მდე პატიმრის დროებით გათავისუფლება იგეგმება.
ყოველდღიურად სიტუაციის გაუარესებაზე საუბრობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ქვეყანაში კოვიდინფექციით, 18 ათასზე მეტი ინფიცირებული და 148 დაღუპულია. რაც შეეხება სომხეთს, ფატალური შემთხვევების რიცხვი აქ 14-ს, აზერბაიჯანში კი, – 12-ს შეადგენს.